ჭიპაშვილი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ჭიპაშვილი

ვლადიმერ ჭიპაშვილი – ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, 2007-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა 1964 წლის 29 სექტემბერს თბილისში.

განათლება
1987 – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

სამუშაო გამოცდილება
1987-1988 – ქ. თბილისის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი;
1988 – რაისაავადმყოფოს ქირურგი, ხარაგაული;
1988-1990 – რაისაავადმყოფოს ქირურგი, ხაშური;
1990-1993 – ქირურგიის სამეცნიერო საკავშირო ცენტრი, ასისტენტი, ქ. მოსკოვი;
1993-1999 – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, ქ. თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფო;
არის 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. დისერტაციის თემა – „ცოცხალი დონორიდან ღვიძლის წილის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის ანატომიური დასაბუთება”, დაიცვა 1992 წელს.
1999-2004 – მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი, №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე.
2004 – საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
2004-2007 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2007-2008 – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები