ჭურჭელი (სამზითვო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭურჭელი

ჭურჭელი - სპილენძის სამზითვო ჭურჭელი, რაც სოციალურ ურთიერთობაში გამოკვეთილადაა წარმოდგენილი. მზითევი ქალისათვის მამის ოჯახიდან გატანებული ქონებაა. მზითევის გატანება წესად იყო ყველა წოდებისა და მდგომარეობის ქალისათვის. სამზითვო სპილენძის ჭურჭელია:

მდიდარ ოჯახებს არყის გამოსახდელი ქვაბიც კი გაუტანებიათ მზითევში. გამზითვების დროს წინასწარ ხდებოდა გარიგება თუ რა სპილენძის ჭურჭელს მისცემდნენ პატარძალს.

აჭარაში საქორწილო საჩუქრებში ყველაზე ფასეული სპილენძის ჭურჭელი ყოფილა. ხოლო „ავგარდანი“-ს (ბანაობისას წყლის დასასხმელი ჩამჩა) ნაცვლად მდიდარი ოჯახები იმავე დანიშნულებისთვის ატანდნენ „ტაშტ-წურწუმას“, ანუ „ალთაფას“ ტოლჩით.

სამზითვო ჭურჭელს შეკვეთით ამზადებდნენ, უკვეთავდნენ ყველაზე კარგ ხელოსანს - ოსტატს. ხელოსანიც დაინტერესებული იყო სანიმუშო ჭურჭელი დაემზადებინა. ჭურჭლის ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელია ფორმის დახვეწილობა, ყოველი მათგანი შემკულია ლაკონიურად და ქართული ხალხური ხელობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მათზე შესრულებული წარწერებით დასტურდება სპილენძის ჭურჭლის მზითვად გატანების აღნიშნული წესებიც.

ლიტერატურა

მ. იაშვილი, მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის (მზითვის წიგნები), 1974. ც.კ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები