ჭუღური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭუღური

ჭუღური - ატმის სომხური ჯიშია. თავის სამშობლოში გვხვდება მისი კლონური სხვადასხვა ჯიშური ფორმები, რომლებიც უმთავრესად სიმწიფის დროით განირჩევიან.

საქართველოს რაიონებში ჭუღური გვხვდება თითო–ოროლა ხის სახით. ყინვების საკმაოდ გამძლეა, მოსავლიანი ჯიშია. ფასდება როგორც სუფრის ჯიში და აგრეთვე იყენებენ საკონსერვოდ.

ხე ხასიათდება ძლიერი ზრდით, მაღალი შეხების ვარჯით, ხშირი დატოტვითა და უხვი შეფოთვლით.ფოთოლი მსხვილი ლანცეტისებრია, მუქ მწვანე ფერის, კიდეაწეული.

ნაყოფი მსხვილია, ზოგჯერ ძლიერ მსხვილი, კვერცხისებრი ფორმის, ფუძესთან შევიწროებული, ბოლოვდება მსხვილი ნისკარტით.

ნაყოფის კანი სქელია, ღია მოყვითალო ძირითადი ფერით, რომლის ფონზეც ვარდისფერი წინწკლები და ზოლები მოიპოვება.

ნაყოფის ხორცი მკვრივია, ძლიერძარღვიანი, თეთრი ფერის, კურკასთან ძლიერ წითლად შეფერილი. ნაყოფის ხორცის თითქმის ნახევარზე ვრცელდება. ტკბილი გემოსია, მცირე სიმწკლარტით. კურკა მსხვილი აქვს, ხორცი კურკას არ სცილდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები