ხაბაძე არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არჩილ ხაბაძე – დაიბადა 1981 წლის 11 მარტს ქ. ბათუმში. — ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
განათლება – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი (1998–2002); თბილისის სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის ფაკულტეტი (2002–2004).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს საზღვაო ბანკის საკრედიტო გან-ის საკრედიტო ექსპერტი (2002-2004)
- სს „ინტელექტბანკის“ ბათუმის ფილიალის ბიზნეს და კრედიტების მენეჯერი (2004-2005)
- სს „ინტელექტბანკის“ ბათუმის ფილიალის საკრედიტო გან-ს უფროსი (2005-2006)
- „ბანკი ქართუს“ ბათუმის ფილიალის საკრედიტო გან-ის საკრედიტო ექსპერტი, გან-ის უფროსი, ფილიალის დირექტორი (2006-2012)
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (2012-2016)
პარლამენტის წევრი
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.