ხაბულიანი დილარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დილარ ხაბულიანი

დილარ ხაბულიანი – დაიბადა 1952 წლის 24 ნოემბერს ლენტეხის რაიონის სოფელ ცანაში. — სპორტსმენი, ძიუდოისტი. ევროპის ჩემპიონი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1979).

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს ფიზკულტურია და სპორტის კომიტეტი, ფიზკულტურის ინსტრუქტორი (1974-1977)
  • სპორტული გაერთიანება "ბურევესნიკი", მწვრთნელი (1977-1979)
  • საქართველოს ფიზკულტურია და სპორტის კომიტეტი, მწვრთნელი (1979-1981)
  • სპორტული გაერთიანება "ქარიშხალა", მწვრთნელი (1981-1982)
  • ჭიდაობის სკოლა, დირექტორი (1982-1987)
  • ოლიმპიური სარეზერვო სკოლის დირექტორი (1987-1990)
  • საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (1990-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1990-91).
  • საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი (1991-2010).
  • თბილისის მერია, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი (2006-2007)

პარლამენტის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“;
  • მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქი, საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წევრი;
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №4 კრწანისის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები