ხანის ხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხანის ხარი – წმინდა გიორგი რომ აწამეს, მისი სხეული სამას სამოცდახუთ ნაწილად დააქუცმაცეს. მარჯვენა ხელი ილორის ეკლესიას შეხვდა სამურზაყანოში, მარცხენა ხელი – ხანის ეკლესიას იმერეთში. ამის შემდეგ ამ ორ ეკლესიას შორის სულიერი ძმობა დამყარდა. ოცდაორ აპრილს, გიორგობის წინა დღით, ილორის წმ. გიორგის ეკლესია ხანის წმ. გიორგის ეკლესიას ყოველწლიურად ხარს უგზავნიდა. მოვიდოდა ხარი დილაბინდზე, შევიდოდა ეკლესიის გალავანში და დასაკლავად თავისი ნებით დაწვებოდა. ხარს დაკლავდნენ და ხორცს მთელ თემს უნაწილებდნენ. ერთხელ ხარს დააგვიანდა: იმ დროს მოვიდა, როცა წირვა უკვე გამოსული იყო და, ერთი მონაზონის გარდა, ეკლესიაში აღარავინ იყო დარჩენილი. ისიც თავის სენაკში მიდიოდა. ნისლიანი დღე იყო და მომავალმა ხარმა ვერ გაარჩია მონაზონი, დაფრთხა და რქა მოუქნია. მონაზონიც შეშინდა და წამოიძახა: დასწყევლოს ღმერთმა, ეს რა არისო! ხარის დაწყევლაზე წმ. გიორგი გაწყრა და წყევლა მონაზონს შეუბრუნა: შენი მოგვარე ამ დაბაში არც მოშენდეს და არც გადაშენდესო! მონაზონი იქვე ქვად იქცა და ხარიც ამის შემდეგ ილორის წმ. გიორგის აღარ გამოუგზავნია.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები