ხარატიშვილი გურამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურამ ხარატიშვილი

გურამ ხარატიშვილი(დ. 14 იანვარი, 1934, გორი — გ. 7 სექტემბერი, 2009). — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.

განათლება – მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1956); ასპირანტურა.

სამუშაო გამოცდილება

  • სამეცნიერო საქმიანობა.
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომპარტიისაგან;
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი 1988 წლიდან, ვიცე-პრეზიდენტი 2005 წლიდან.

სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები