ხახუბია ირაკლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ხახუბია

ირაკლი ხახუბია – დაიბადა 1971 წლის 15 მაისს ქ. ფოთში. — ეკონომისტი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი.

განათლებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი (1994); თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი (1997).

სამუშაო გამოცდილება

  • ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს საწარმოო უბნის ზეინკლის მოწაფე, მე-3 კლასის ზეინკალი (1988-1989)
  • შპს „ბესსის“ მარკეტინგული გან-ის გამგე (1994-1995)
  • ს/ს „ფოთინავთობპროდუქტის“ ლაბორანტი (1996-1997); დირექტორი კომერციულ დარგში (1997-1999)
  • საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სამართალდარღვევების წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს მე-8 განყოფილება (2000-2002); მე-3 განყოფილების უფროსი (2002-2003)
  • საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მე-3 სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე (2003)
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ოპერატიული სამსახურის ოპერატიული თანამშრომელი (2003-2004)
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004)
  • ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-8 განყოფილების (ფოთი, გურია) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2004-2005)
  • ფინანსთა სმინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს (სამეგრელო, გურია) ოპერატიული თანამშრომელი (2005)
  • ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთი, გუჩოს სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი (2005)
  • შპს „აისბერგი-2“ დამფუძნებელი (2010-)
  • შპს „ჯეონათსის“ დამფუძნებელი (2012-)

პარლამენტის წევრი

  • მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, ფოთის №61 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ - თავმჯდომარის მოადგილე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: მაჟორიტარი, №26 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (17-12-2020)



რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები