ხელაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ხელაშვილი

გიორგი ხელაშვილი — დაიბადა 1975 წლის 29 აპრილს. — ჟურნალისტი, პოლიტიკოსი

განათლებაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა საერთაშორისო ურთიერთობები

სამუშაო გამოცდილება

  • საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის დილის პროგრამა „ალიონის“ საერთაშორისო მიმომხილველი (1997 - 1999)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი (1997 - 1999)
  • მონტერეის (აშშ) საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესწავლის ცენტრის მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი (1997 - 1998)
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორის ასისტენტი (2000 - 2001)
  • სამოქალაქო განათლების პროექტის საქართველოს განყოფილების მკვლევარი (2001 - 2003)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის მასწავლებელი (2001 - 2005)
  • გაზეთი „24 საათი“-ს ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი (2002)
  • ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს ჟურნალისტი და საინფორმაციო პროგრამების წამყვანი (2002 - 2003)
  • საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი (2003 - 2004)
  • სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორი (2004 - 2007)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის ასისტენტ-ფროფესორი (2005 - 2007)
  • თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2006)
  • ოქფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო დეპარტამენტის კვლევითი ასისტენტი (2007 - 2009)
  • ვილსონის ცენტრის კენანის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი (2008)
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა ანას კოლეჯის დეკანის თანაშემწე (2010)
  • ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ევროპისა და ევრაზიის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი (2010)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული სოციალურ მეცნიერებათ ცენტრის კვლევის და განვითარების კოორდინატორი, პროექტის დირექტორი (2010 - 2013)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთომების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2011 - 2013)
  • საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს საელჩო ვაშინგტონი, აშშ (2013 - 2017)
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (17-12-2020), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (17-12-2020)

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები