ხელთათმანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელთათმანი

ხელთათმანი(თათმანი, ხელჯაგი, საფუხარი (ხევი, ხევს.) - საბას განმარტებით, ხელთათმანი ესაა „ჩასაცმელი რამე ხელთა ზედა სითბოსათვის“.

საქართველოს მთამ მოგვცა ხელთათმანების ულამაზესი ნიმუშები, რომლებიც იქსოვებოდა მატყლისა და ბამბის ძაფისაგან, ხმარებაში იყო ტყავის ხელთათმანებიც. ხელთათმანი, როგორც წესი, იქსოვებოდა ჩხირებით. ხელთათმანი იყო მთლიანი, სათითურებიანი, მოკლეთითებიანი. იყო აგრეთვე სამონადირეო ხელთათმანი ერთი სათითით, რომელიც თოფის სასხლეტის გამოსაკრავად იყო გამიზნული. საფუხარი უფრო რკინის სხეპლისაგან დაწნულ ხელთათმანს ეწოდებოდა.

ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები