ხვალო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხვალო

ხვალო - (Populus canescens [Aiton] Sm.); ოჯახი: ტირიფისებრნი (Salicaceae). 40 მ სიმაღლის ხეა. გრძელი ყლორტების ფოთლები დიდი ზომისაა, 3-5-ნაკვთიანი. ნაკვთები დაკბილულია, ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან ქეჩისებური შებუსვით ხასიათდება. ძველი ტოტების ფოთლები მომრგვალო-კვერცხისებურია. კიდეებზე ამოკვეთილ-მსხვილკბილა. ფოთლის ყუნწი ხშირად ფირფიტაზე გრძელია. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება მდინარეების გაყოლებით, ხევებში და ტყის პირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ნაპირებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.

ხვალო

ხვალო – ბიბლიური მცენარე

ბიბლიაში გვხვდება სულ რამოდენიმეჯერ. მისი ებრაული სახელწოდებაა „ცაფცაფა მაქრიფა“. იგი ბიბლიის ძველ ქართულ ხელნაწერებში მოიხსენიება სახელწოდებით „ბრაწი“ („გრაკლის ხე“), ხოლო თანამედროვე ქართულ თარგმანებში სახელწოდებებით – „ალვისხე“, „ჩინარი“, „ტირიფი“, იმ დროს, როცა ებრაული ორიგინალის სწორი შესატყვისია „თეთრი ხვალო“. თარგმნის თვალსაზრისით ქართულის მსგავსი ვითარებაა ბიბლიისუცხოურ თარგმანებშიც, თუ არ ჩავთვლით ინგლისურ, გერმანულ (შტუტგარტის ბიბლია) და რუსულ უახლეს გამოცემებს. ამ უკანასკნელი გამოცემების მიხედვით „იაკობმა აიღო თეთრი ხვალოს, ნუშის და ჭადრის ტოტები, გალოპა, ისე, რომ მათ თეთრი ზოლები დამჩნეოდა“, რაც ზუსტად შეესატყვისება ებრაულ ორიგინალს.

„აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა“. (დაბადება 30, 37)

„აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით“. (ეზეკიელი 17, 5)




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები