ხირთაჩა-ხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხირთაჩა-ხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Хыртача-Хан) – მეფუტკრეობის მფარველი ბალყარულ-ყარაჩაულ მითოლოგიაში. იგი თავის ფუნქციას დედასთან – განდა-ანასთან (Ганда-ана), ერთად ახორციელებს. დაბლა მოგვყავს ხირთა-ჩასადმი მიმართვის ტექსტი:

ოლლა-თათიჲ,
მოლ-თათიჲ,
ფიჭიან-თაფლიანო ხირთაჩა,
გადმოიარე, გადმოიარე, მოდი,
სვენებ-სვენებით მოდი, ხირთაჩა,
ბატკანი გავატყავე, თაფლი მომეცი,
გეთაყვა, ხირთაჩა.


ლიტერატურა

Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები