კორე-ედა ხიროკაძუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ხიროკაძუ კორე-ედა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიროკაძუ კორე-ედა

ხიროკაძუ კორე-ედა – (დაიბადა 1962 წელს ტოკიოში, იაპონია) – იაპონელი კინორეჟისორი და პროდუსერი. მისმა ფილმებმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა. მიღებული აქვს მრავალი კინემატოგრაფიული ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მათ შორის, კანის „ოქროს პალმის რტოს” მფლობელია ფილმისთვის „მაღაზიის ქურდბაცაცები” (2018 წელი).

კორე-ედამ დაამთავრა ტოკიოს ვასედას უნივერსიტეტის ლიტერატურული ფაკულტეტი და მწერლობას აპირებდა. შემდეგ მუშაობა დაიწყო რეჟისორის ასისტენტად ტელეკომპანია “TVMan Union“-ში. მოგვიანებით, დოკუმენტურ ფილმებს იღებდა

1995 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – „ილუზიების შუქი” („მოჩვენებითი შუქ).

ხიროკაძუ კორე-ედას ფილმებში ძირითადად გახსნილია სიკვდილის, ხსოვნისა და დაკარგულთან შერიგების თემები. ერთ-ერთი მთავარი, ოჯახის, ოჯახური ურთიერთობების პრობლემაა.

ფილმოგრაფია და ჯილდოები:

  • 1995 – „ილუზიების შუქი” („მოჩვენებითი შუქი”), (ვენეციის სკფ, ოქროს ოზელები (ვენეციის რესპუბლიკის მონეტები) საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის, კინოს განხრით საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის პრემია)
  • 1998 – „სიცოცხლის შემდეგ” (სან-სებასტიანის სკფ, კინოკრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციის (ფიპრესი) პრემია)
  • 2001 – „მანძილი”
  • 2004 – „ვერავინ გაიგებს”
  • 2006 – „ყვავილი”
  • 2009 – „გასაბერი თოჯინა”
  • 2011 – „სასწაული” (სან-სებასტიანის სკფ, პრიზი საუკეთესო სცენარისთვის)
  • 2013 – „რაც მამაა, ის შვილია” (კანის სკფ, ჟიურის პრიზი, ეკუმენური (ქრისტიანული) ჟიურის პრიზი; სან-სებასტიანის სკფ, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი Waki.TV)
  • 2015 – „ჩვენი უმცროსი დაიკო”
  • 2016 – „ქარიშხლის შემდეგ”
  • 2018 – „მაღაზიის ქურდბაცაცები” (კანის სკფ, „ოქროს პალმის რტო” საუკეთესო ფილმისთვის; აზიის კინოაკადემიის პრიზი საუკეთესო ფილმისთვის; პრემია სეზარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
  • 2018 – სან-სებასტიანის სკფ, პრემია Donostia ღირსშესანიშნავი პერსონალური მიღწევებისთვის
  • 2019 – „სიმართლე”

და სხვ.

წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი VII

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები