ხნუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხნუმი ძერწავს ადამიანს

ხნუმი(ეგვ.) ზოგადად, ნაყოფიერების ღმერთი, კერძოდ, ადამიანის შემქმნელი. ხნუმი, როგორც მეთუნე თიხის ქოთანს, ისე ძერწავს ადამიანს თიხისგან და ჩარხზე ხვეწავს მის ფორმებს. ამიტომაც ის განაგებს ადამიანის ბედს. ამგვარადვე ქმნის იგი ყოველ ახალდაბადებულ ფარაონს.

როგორც ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი, ერთი ტექსტის (ე.წ. „შიმშილის სტელა“) მიხედვით, ხნუმი სიზმარში ეცხადება ფარაონ ჯოსერს და აღუთქვამს ქვეყანაზე ჩამოვარდნილი შიმშილის შეწყვეტას. მოგვიანებით იგი არა მხოლოდ ადამიანის, არამედ მთელი სამყაროს გამომჩარხველიც არის. მისი მეუღლეა ნებეთუი – მიწის ნაყოფიერების ქალღმერთი. ხნუმი ქანდაკებებში გამოსახულია როგორც ადამიანი, რომელსაც ვერძის თავი და განზე გაწვდილი რქები აქვს.






წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები