ხოხი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხოხი ძუარ-ი (ოს. Хохы дзуар – „მთის ანგელოზი“) – მთების მფარველი სული (ითვლება ასევე ხეთაგის ლეგენდარული მოდგმის მფარველად ნარის ქვაბულში); მთიან ოსეთში გვევლინება, როგორც აგრარული ბუნების ღვთაებრივი ძალა; განრისხების შემთხვევაში შეუძლია მოავლინოს სეტყვა და თავსხმა წვიმები, რომლებიც ნათესებს მუსრს ავლებენ და მეწყერს იწვევენ.

ხოხი ძუარის ადგილსამყოფელი მდებარეობდა ცენტრალურ ოსეთში, გურქუმთიკომის ხეობაში, მაღალ მთაზე, სადაც ყოველწლიურად მსხვერპლს (ბატკანს) სწირავდა და ლოცულობდა მრავალრიცხოვანი მრევლი.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები