ხუმბაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხუმბაბას თავი.
(ძვ.წ. 700-500 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

ხუმბაბა(ბაბ.) ურჩხული, რომელიც კედარის ტყის ყარაულად დააყენა ენლილმა და თავზარდამცემი მელამით შემოსა.

ხუმბაბა ატარებს შვიდ პერანგს, „ხმა მისი – წარღვნა, პირი მისი – ცეცხლი, სუნთქვა მისი – სიკვდილი“. ხუმბაბა ამავე დროს განასახიერებს კედარის ხის, ან, საერთოდ, მთელი ტევრის სულს, რომლის განადგურების შემდეგ შესაძლებელი ხდება ტყის დაპატრონება. გილგამეშმა და ენქიდუმ სძლიეს ხუმბაბას, თავი მოჭრეს მას, რის შემდეგ მისი შვიდი მელამი სხვადასხვა არსებებს და ბუნების მოვლენებს დაუნაწილა ენლილმა.

გილგამეში და ენქიდუ კლავენ ხუმბაბას
(დაახლ. ძვ.წ. XVIII ს.), ბერლინი, წინააზიური მუზეუმი


ხუმბაბას სამფლობელოს – ველურ და აუთვისებელ ბუნებას – ურუქის სახით უპირისპირდება ადამიანის მიერ შექმნილი კულტურა, ეპოსის მიზანია დაიპყროს და აითვისოს კაცობრიობისადმი მტრული ტევრი და იქ შამაშის სხივი შეიტანოს, „მოსპოს ბოროტება, რაიც სძულს შამაშს“.


ხუმბაბას სამყოფელი, ეპოსის აქადური ვერსიის თანახმად, იგულვება ლიბანის მთებში, რომლებიც უძველეს ხანაში კედარის ტყით იყო მთლიანად დაფარული.





წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები