ჯავახეთ-გუთნისდედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯავახეთ-გუთნისდედაგორგასლის მეფობაში ქართლში იყო ერთი დავლათიანი გუთნისდედა, რომელსაც ღვთის მადლით ზღვასავით მოსავალი მოსდიოდა მთელი ქართლ-კახეთის საზრდოდ. მეფის ცოლი, დედოფალი, თურმე ზემოდან დაჰყურებდა მის ხვნა-თესვას. მოხიბლულა, მისი სიყვარული ჩავარდნია გულში. მოინდომა გუთნისდედის შეცდენა და შეაცდინა კიდეც: მინდვრებიდან სალ კლდეზე აგებულ კოშკამდე, სადაც დედოფალი ცხოვრობდა, საიდუმლო გვირაბი გაათხრევინა, რომ მეფის არყოფნისას ყოველდღე შეძლებოდათ შეხვედრა.

ერთ დღეს ინდოეთის ბრძოლიდან ადრე დაბრუნებულმა გორგასალმა მიუსწრო დედოფალს გუთნისდედასთან. სინანულში ჩავარდნილმა გუთნისდედამ ასეთი ლექსი თქვა:

„დღისითა ვხნავდი გუთანსა, ღამით
ვანგრევდი სალს კლდესა,
შუაღამეს შევეყარე ტანდაბალ და პირად მზესა,
ნამუსზე ხელი ავიღე, ღმერთიმც უშველის ჩემს მკვლელსა“.

მაგრამ განრისხებულ მეფეს გუთნისდედა სიკვდილით არ დაუსჯია, ოღონდ ქართლიდან ჯავახეთში გააძევა. დასტოვა თუ არა ქართლი გუთნისდედამ, დავლათიც მას გაყვა: ქვეყანაში პურის მოსავალი აღარ მოვიდა, ჯავახეთში კი ერთი ასად. ბევრი ეხვეწა მეფე, დაბრუნებულიყო გუთნისდედა თავისი დავლათითურთ ქართლში, მაგრამ მან არ ინება დაბრუნება და სამუდამოდ ჯავახეთში დაიდო ბინა, მაგრამ ერთი პეშვი ხორბალი მაინც გადმოყარა ქართლისკენ და ისევ აბიბინდა ყანები ქართლში, თუმცა ჯავახეთს ვერ გაუტოლდა სიუხვით.

მას შემდეგ გამოითქვა ლექსი:

„მე ჯავახეთს რა მიჭირდა, მთვარე იდგა მზესავითა,

:ხორბალი და ქერის პური წინ მეყარა ბზესავითა“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები