ჯარების გადაჯგუფება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) გადაჯგუფება - ჯარების (ძალების) არსებული დაჯგუფებების და ოპერატიული დაწყობის შეცვლა საომარი მოქმედების თეატრზე, სტრატეგიულ (საოპერაციო) მიმართულებაზე, შეტევის (თავდაცვის) ზოლში, მონაკვეთზე.

ეწყობა გარკვეული ჩანაფიქრით, იმ მიზნით, რომ შეიქმნას (შეიცვალოს, ხელახლა დაეწყოს) დაჯგუფება და ოპერატიულად დაეწყოს ჯარები (ძალები) ოპერაციის (ბრძოლის) წარმოებისათვის, გაძლიერდეს მთავარი მიმართულებით მოქმედი ჯარები, დაიხუროს თავდაცვაში წარმოშობილი ხვრელები, გადატანილ იქნეს ძალისხმევა ახალ მიმართულებაზე, აღდგეს მეორე ეშელონი (რეზერვი) და ა.შ.

ჯარების (ძალების) შეცვლა. შეიძლება იყოს სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური.

სტრატეგიულია გადაჯგუფება, რომელიც ხორციელდება ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე ან საომარი მოქმედების ახალ თეატრზე;

ჯარების (ძალების) ოპერატიული გადაჯგუფება ხორციელდება ოპერაციების მომზადების ან მსვლელობის დროს;

ჯარების ტაქტიკური გადაჯგუფება ხორციელდება ბრძოლის (მაგალითად, თავდაცვის მდგომარეობიდან შენაერთის შეტევის) მომზადების დროს.

ჯარების გადაჯგუფება შეიძლება განხორციელდეს საკუთარი სვლით (მარშით) გადაადგილებით, სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტით გადაყვანით და კომბინირებული ხერხით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები