ჯარების დაჯგუფება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) დაჯგუფება - მომავალი მოქმედებების გეგმის შესაბამისად, საომარი მოქმედებების თეატრზე (სტრატეგიულ, საოპერაციო მიმართულებებზე ან რომელიმე რაიონში) გაშლილი (განლაგებული) შეიარაღებული ძალების სახეობების, ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარების ნაწილები. მათში შედის ლოგისტიკის გაერთიანებები და შენაერთები, რომლებიც განკუთვნილია ოპერაციებში (საბრძოლო მოქმედებებში) საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად.

ჯარების(ძალების)დაჯგუფება მასშტაბის მიხედვით შეიძლება იყოს: სტრატეგიული, ოპერატიული და ტაქტიკური; დანიშნულების მიხედვით - მთავარი (განკუთვნილია რაიონის ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე მოქმედებებისათვის), ჩვეულებრივ მოიცავს ძალებისა და საშუალებების მეტ ნაწილს და სხვა მეორეხარისხოვან მიმართულებებზე (რაიონებში) ამოცანების შესასრულებლად.

საომარი მოქმედებების სახეობების მიხედვით განასხვავებენ: თავდაცვით, კონტრდარტყმის, კონტრშეტევის (შეტევის)ჯარების (ძალების)დაჯგუფებებს შესაბამისად თავდაცვითი, კონტრშეტევითი (შეტევითი) ოპერაციების მოსაწყობად.

შეიარაღებული ძალების სახეობების და ჯარების გვარეობების მიხედვით განასხვავებენ: სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, ფლოტის ძალების, სარაკეტო ჯარების, არტილერიის, სპეციალური ჯარებისა და სხვა დაჯგუფებებს.

80-იანი წლების დამდეგიდან სამხედრო სპეციალისტები დიდ ყურადღებას უთმობენ ჯარების განსაკუთრებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებული საკითხების შემუშავებას. ისინი მოწინააღმდეგის ზურგში, მათ შორის თავდაცვით ოპერაციებში, აქტიურად ასრულებენ მოქმედი დაჯგუფების ამოცანებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები