ჯაუ-ჯიუჯიუგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯაუ-ჯჲუჯჲუგენ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Джау-Джюджюген) – ქათმების მფარველი სული, „ქათმების მეთაური“ (Адагъы баш) ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. თურამისა (ბატების მფარველი) და სიილამის (იხვთა მფარველი) ძმა. ამ ფრინველების შესაკრებად დახმარებისთვის ჯაუ-ჯჲუჯჲუგენსა და მის ძმებს მიმართავდნენ:

ჯაუ-ჯჲუჯჲუგენ, მამლის ქურქში,
მოდი დროზე,
შენი ქერი წაიღე დროზე,
შენს ფრინველებს მიხედე დროზე,
ერთი დასვი განივაზე,
მეორე მის ახლოს დასვი,
სხვანი იქვე გაათბე,
ჯაუ-ჯჲუჯჲუგენ ჯიიგენ,
ჯიჯგენ.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ახალგამოჩეკილ წიწილებს ახალშობილი ბავშვის პირველ პერანგზე დასვამდნენ და მათი გამრავლებისთვის კვლავ ჯაუ-ჯჲუჯჲუგენს მიმართავდნენ.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები