ჯაფარიძე თამო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯაფარიძე თამილა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამო ჯაფარიძე

ჯაფარიძე თამო (თამილა) – (1958), პოეტი. 1980 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „გივერგილ“ და „ბიმურზელა“.


* * *
შენ მაინც იცი,
რა ერთგული ვარ და რა საბრალო,
როცა სამყარო მანგრევს,
როცა ვბრმავდები _ გეძებ,
შენ ღმერთივით თვალებს მიხელ,
ამბობ შემხედე!
ცა – დედამიწა – ეშაფოტი,
ჩამოეშვა ფიქრის ფანჯრებთან,
გული გაჩერდა, სისხლი გაქვავდა, –
შენ არ გათავდე...
მოლაპარაკე მგლების გუნდი
ხარბად ყლაპავს აპრილის თოვას..
ხარხარებს მგლობა –
ლურჯი აპრილი არასდროს მოვა!
სადაც ღმერთია, იქ ყოველთვის არის იუდა,
კიბე მივუდგი, მიწას შევწვდი
ფსკერზე – სიმართლე...
ვეღარ მივათრევ,
ვერ დავკემსე ფრთების ჯართი,
ვეღარ გავშალე, ვერ წავშალე
სველ ეტრატზე ოკეანე, _ ცრემლის სონეტი...
მოვედი, მიწა შემომყურებს იის თვალებით,
დუმს, იმოსება –
ჩემი ლამაზი გარდაცვალებით....
როგორ დაგტოვო!
არაფერს ვითხოვ,
ლექსის პური უნდა მამყოფო...
შენ მაინც იცი, შენ მაინც იცი, –
როცა მე და შენ მარტო ვრჩებით,
რა მატირებს, ჩემო სამშობლო...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები