რაითი ჯეიმს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯეიმს რაითი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯეიმს რაითი –(1927-1980) ამერიკელი პოეტი. ჯეიმს რაითმა ვაშინგტონის უნივერსიტეტში მიიღო ფილოსოფიური განათლება. შემდეგ ვენის უნივერსიტეტში განისწავლა. განიცდიდა რ. ფროსტის და ე. ა. რობინსონის გავლენას. იკვლევდა და თარგმნიდა გეორგ თრაქლის პოეზიას, რამაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის შემოქმედებაზე: მსგავსად თრაქლის ლექსებისა, რაითთანაც მოვლენათა რიგს სახეების რიგი ქმნის და განმსაზღვრელი ხდება არა საგანთა და მოვლენათა ბუნებრივი კავშირები და თანმიმდევრობები, არამედ – ემოციით და განწყობით გამოწვეული ხატების ლოგიკა. „რაითის ლექსებში, როგორებიცაა „თვალი პატიოსანი” და „ჰამაკში წოლისას”, „ლოცვა” – ძირითადად 1960-1970-იანი წლების შემოქმედებაში – იხსნება გზები უცნაური, მაგრამ ემოციურად ზუსტი, გულისშემძვრელი სახეებისკენ. უფრო პერსონალურნი, ვიდრე ადრეული ლექსები, ისინი წარმოაჩენენ ქვეცნობიერსა და წარმოსახვაში არსებული ადამიანური შიშისა და სიხარულის საიდუმლო რეზერვებს. უფრო მეტიც, თავად ლექსები ვითარდება სახეთა პლასტების მეშვეობით, სანამ არ გამოიკვეთება სათქმელი უკანასკნელი შთამბეჭდავი სახის ბიძგითა და ეპიფანიის გზით... უფრო გვიანდელ ლექსებში – რომლებიც შეიქმნა 1971 წლის კრებულის გამოცემის შემდგომ – რაითი ეძიებს ქმედით ინტეგრაციას ადრეულ და ბოლოდროინდელ თემებს შორის” CAP (თარგმნა ბელა წიფურიამ).


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები