კაციტაძე ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯემალ კაციტაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ კაციტაძე

ჯემალ კაციტაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

დამთავრებული აქვს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეუმეობის მექანიზაციის ფაკულტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით.1961-1979 წლებში იყო საქართველოს სუტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცეტი, ლითონთა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კათედრის გამგე, ხოლო 1979 წელს კი გადმოყვანილ იქნა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა მანქანათა საიმედოობისა და რემონტის კათედრის გამგედ, მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და პრორექტორად სამეცნიერო ნაწილში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. წლების განმავლობაში კითხულობს ლექციებს მანქანათა რემონტში, მანქანათა საიმედოობაში, მასალათა ტექნოლოგიაში, ტექნიკურ სერვისში, მექანიზმებისა და მანქანების თეორიაში, ურთიერთშეცვლადობის საფუძვლებსა და ტექნიკურ გაზომვებში. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და კონგრესების თანაორგანიზატორი და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო კოლეგიის წევრი, არჩეულია სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად და ადგილობრივი სამეცნიერო კადრების მომზადებაში განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვებულია აღნიშნული უნივერსიტეტის ოქროს მედლით. გამოქვეყნებული აქვს 6 სახელმძღვანელო, 8 მონოგრაფია და 266 სამეცნიერო სტატია, მიღებული აქვს 20 პატენტი და საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. არის ღირსების ორდენის კავალერი და 2014 წელს მას მიენიჭა აგროსაინჟინრო დარგში საქართველოს საუკეთესო მეცნიერის საპატიო წოდება.


წყარო

რუსულ- ქართული აგროსაინჟინრო ტერმინოლოგიური და განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები