ჯერ-სუუმაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯერ-სუუმაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Джер-Суумай – „მიწის სუუმაჲ“) – მიწისა და წვიმის მფარველი სული, რომლის სახელი ძველ-თურქული ჲერ-სუბი (Йер-Суб) თეონიმიდან მომდინარეობს, ბალყარეთსა და ყარაჩში, როგორც წესი, მხოლოდ წვიმის გამოწვევის რიტუალებთან დაკავშირებულ ტექსტებში იხსენიება. მაგალითად:

ასხი, ასხი, ასხი, ჯანგურ!
ასხი, ასხი, ასხი, ჯანგურ!
ასხი, ასხი, ასხი, ჯანგურ!
ღრუბლები მოწველე, ჯანგურ!
ასხამს, ასხამს ჯანგური, მოდის,
მინდვრებს საკვებს მისცემს,
მთა-ბარს ბალახით ააბიბინებს,
ქვის ქვეშ, ხის ქვეშ წავა.
ჯერ-სუუმაჲს სულია ჯანგური,
წვიმები მოვა გაზაფხულზე,
როდესაც წვიმები ცოტავდება,
როდესაც ჩვენი ცხოვრება მიყუჩდება,
როდესაც ჩვენი მინდვრები დანაკელიანდება.
ჯერ-სუუმაჲს სულია ჯანგური,
დაეშვი ქვეყანაზე, წყლის ჯანგურო!
წვიმის მოსვლის შემდეგ კი მღეროდნენ:
ასხი, ასხი, ჯანგური მოვიდა,
მოვიდა და ბარაქა მოიტანა,
მთა-ბარი ბალახით შემოსა,
ქვის ქვეშ, ხის ქვეშ ჩავიდა,
ყაურხანის ნაგრამი ხარ, ჯანგურ,
დაესხი ქვეყნიერებას, წყლის ჯანგურო.

სხვა ხასიათის რელიგიურ წეს-ჩვეულებებში ჯერ-სუუ მოიაზრება, როგორც შუასკნელი, სააქაო. გამგზავრების წინ ამბობენ: „წავალ, ვნახავ ჯერ-სუუს“ ე. ი. ქვეყანას (Джер-Суу кёре бир барайым).


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები