ჯვარ-გუმბათოვანი შენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯვარულ-გუმბათოვანი შენობა - შენობა, რომლის ფუძეს წარმოადგენს ცენტრალური ნაწილის ჯვრისებური მოცულობა გადახურული ოთხი ცილინდრული კამარით, რომელთა გადაკვეთაზე აღმართულია ყელიანი გუმბათი.

საკულტო ხუროთმოძღვრებაში უმთავრეს ადგილს იჭერს გუმბათოვანი ტაძრის ტიპი მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძითა და მასებით, რომლებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნის; ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას აღმართულია მაღალყელიანი გუმბათი, რომელიც ოთხ ბოძს ეყრდნობა, თვალსაჩინოა ნაგებობების ზემოთკენ მისწრაფება. ამას ხელს უწყობს მრავალწახნაგა გუმბათის ყელის აზიდული პროპორცია და მისი სახურავის წვეტიანი პირამიდი. ფასადები დეკორატიული თაღების მთელი სისტემითაა მორთული. ლავგარდანი, კარ-სარკმელთა საპირეები და სათაურები შემკულია ქვაზე ნაკვეთი სახეებით, ფასადების კომპოზიციაში ჩართულია ჩუქურთმიანი ჯვრები, როზეტები; კვადრატები, ფიგურული რელიეფები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები