ჯარმუში ჯიმ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯიმ ჯარმუში-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯიმ ჯარმუში

ჯიმ ჯარმუში – (დაიბადა 1953 წელს ქ. აკრონში, ოჰაიოს შტატი, აშშ) – ამერიკელი კინორეჟისორი და სცენარისტი. ამერიკული დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. კანის კინოფესტივალის არაერთგზის პრიზიორი (1984, 1989, 1993, 2005).

რეჟისურას სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოსკოლაში. პარალელურად რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა სახელგანთქმულ რეჟისორ ნიკოლას რეისთან, რომელთანაც ახლო ურთიერთობები ჰქონდა მის გარდაცვალებამდე 1979 წელს.

თავისი პირველი კინემატოგრაფიული გამოცდილება ჯარმუშმა ნიკოლას რეისა და ვიმ ვენდერსის ფილმზე „ელვა წყალზე“ (1980) მიიღო.

ჯარმუშის სადებიუტო ფილმმა „უფრო უცნაურად, ვიდრე სამოთხეში“ (1984) „ოქროს კამერა“ მოიპოვა დებიუტისთვის კანის კინოფესტივალზე, რამაც მას გზა გაუკვალა დიდ კინოში. ფილმი ამერიკული დამოუკიდებელი კინოს საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.

ფილმოგრაფია:

  • 1980 – „შვებულება უსასრულოდ“
  • 1984 – „უფრო უცნაურად, ვიდრე სამოთხეში“
  • 1986 – „ყავა და სიგარეტი“
  • 1986 – „კანონგარეშე“
  • 1989 – „იდუმალი მატარებელი“
  • 1991 – „ღამე დედამიწაზე“
  • 1995 – „მკვდარი კაცი“
  • 1999 – „ძაღლი-მოჩვენება: სამურაის გზა“
  • 2005 – „დამტვრეული ყვავილები“
  • 2008 – „კონტროლის ზღვარი“
  • 2013 – „გადარჩებიან მხოლოდ მიჯნურები“

და სხვა

ჯილდოები:

  • 1984 – „უფრო უცნაურად, ვიდრე სამოთხეში“ („ოქროს კამერა“ დებიუტისთვის კანის სკფ.; მთავარი პრიზი კატეგორიაში „დრამატული ფილმი“ სანდესის სკფ.)
  • 1989 – „იდუმალი მატარებელი“ (პრიზი მხატვრული წვლილისთვის კანის სკფ.)
  • 1993 – „ყავა და სიგარეტი 3“ (ოქროს პალმის რტო საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კანის სკფ.)
  • 1996 – „მკვდარი“ (ევროპული კინოაკადემიის პრიზი Screen Internacional Award)
  • 2005 – „დამტვრეული ყვავილები“ (ჟიურის დიდი პრიზი კანის სკფ.)


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები