ჯინჯიხაძე ჯემალ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯემალ ჯინჯიხაძე

ჯინჯიხაძე ჯემალ – (1940), პოეტი, პუბლიცისტი, პედაგოგი. დაიბადა ზუგდიდის რაიონში. 1964 წელს დაამთავრა გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სოხუმის რაიონის საშუალო სკოლებში მასწავლებლად, აფხაზეთის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის მათემატიკის კაბინეტის გამგედ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის დეკანად. არის მათემატიკის მეთოდისტი, პედაგოგიკოსი, მათემატიკის ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. გამოქვეყნებული აქვს 43 წიგნი და 200-ზე მეტი სტატია, გარდა ამისა, წერს ლექსებს და გამოქვეყნებული აქვს ოთხი პოეტური კრებული



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები