ჯინჯიხ (სვანთა ერისთავი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯინჯიხ - სვანთა ერისთავი XI ს-ის პირველი ნახევარში. იხსენიება ლაბეჭინის ღმრთისმშობლის ხატის წარწერაში ვარდან ერისთავთან ერთად: „წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე ერისთავი ჯინჯიხი“. ორი თანადროული ერისთავის ერთად მოხსენიება ხატის წარწერაში მიუთითებს, რომ ისინი ერთი საგვარეულოს უახლოესი ნათესავები (ძმები ან მამა-შვილი) იქნებოდნენ.



წყაროები და ლიტერატურა

  • ახალაშვილი 1987: 15;
  • სილოგავა 1988: 181, 182.
  • ბახტაძე 2003: 215-216.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები