ეშბერი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჯონ ეშბერი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯონ ეშბერი – (1927 – 2017), ამერიკელი პოეტი და პედაგოგი. ჯონ ეშბერი 50-იანი წლების ანტიფორმალისტური ესთეტიკის ადეპტი და პოსტმოდერნული ლირიკის ლიდერია. „ტენისის კორტის ფიცის“ დაბეჭდვის შემდეგ ეშბერი ცნეს თავისი თაობის ყველაზე ექსპერიმენტულ და ყველაზე გამაღიზიანებელ პოეტად: სიტყვების მონტაჟები და დაუკავშირებელი, ერთმანეთში გარდამავალი სახეები მკითხველის ყურადღებას იპყრობდნენ, მაგრამ შემდეგ ვერბალური ჰალუცინაციის მსგავსად ქრებოდნენ და ემოციური ბურუსით დამუხტულ ატმოსფეროს ტოვებდნენ. კრიტიკოსებმა იცნეს სტივენსის, ფრანგი სიმბოლისტების და ნიუ-იორკელი მხატვრების შესაძლო გავლენა, მაგრამ კრიტიკის ყველაზე არაორთოდოქსული საშუალებებიც კი დააბლაგვა ამ იდუმალმა პოეზიამ, რომლის სინტაქსი არაფრით არ ემორჩილებოდა განვითარებისა და დამკვიდრებული მნიშვნელობების გამოსაცნობ შეგრძნებას. თუმცა ეშბერის ბოლოდროინდელი ლექსები უფრო მისაწვდომი და გასაგები გახდა, კრიტიკოსების უმრავლესობა კვლავ საგონებელშია ჩავარდნილი, და ისეთ რთულ ახსნას გვთავაზობენ, რომ მათთან შედარებით ეშბერის ლექსები სრულიად გამჭვირვალედ გამოიყურება” CAP (თარგმნა ნატო ალხაზიშვილმა).

თვით ეშბერი კი აღნიშნავდა: „ჩემი ლექსების უმრავლესობა გამოცდილების განცდის შესახებაა... თავად გამოცდილება უფრო ნაკლებ მაინტერესებს, ვიდრე ის, თუ როგორ მოჟონავს იგი ჩემსკენ. მე მჯერა, რომ ეს უამრავ ადამიანს ემართება, და ვცდილობ განზოგადებულად ჩავწერო ყველაფერი, რაც ნამდვილად ხდება ჩვენს გონებაში მთელი დღის განმავლობაში” CAP (თარგმნა ნატო ალხაზიშვილმა).


წყარო

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები