ჯორჯაძე ბარბარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბარბარე ჯორჯაძე

ჯორჯაძე (ერისთავი) ბარბარე – (1833-1895), პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი. რაფიელ ერისთავის დაი. „მამების“ წარმომადგენელი ორ თაობას შორის გამართულ პოლემიკაში (ცნობილია მისი 1861 წ. დაწერილი წერილი „თ. ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზედ“). მისი თხზულებები იბეჭდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „ჯეჯილში“. იყო რომანტიკული განწყობილების პოეტი. მის ლექსებში ჩანს ავტორის უარყოფითი დამოკიდებულება აწმყოსადმი, წარსულის იდეალიზება, მარტოობის სევდიანი განწყობილებები (რასაც უმძაფრებდა დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოს გარეთ ცხოვრება ქმრის სამსახურის გამო). ზოგიერთ პატრიოტულ ლექსში რეალისტურ ტენდენციებსაც ამჟღავნებდა. მისმა დრამატულმა თხზულებებმა „შური“, „რას ვეძებდი, რა ვიპოე“ გარკვეული როლი შეასრულა ქართული თეატრის განვითარების საქმეში. შეადგინა სახელმძღვანელო წიგნი „დასაწყისი სწავლისა“, აგრეთვე — „ქართული სამზარეულო და საოჯახო ნაცადნი ცნობანი“ (1874).



ლიტერატურა

  • ქ. ირემაძე, ლიტერატურული მედალიონები, 1945.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები