ჯოჯუ-შათაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯოჯუ-შათაჲ / ჯოჯუ-შათი (ბალყ.-ყარაჩ. Джоджу-Шатай/Джоджу-Шат) – ცოლ-ქმრული ურთიერთობის, მშობიარობისა და ჩვილი ბავშვების მფარველი ბალყარულ-ყარაჩული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მისი, როგორც ცოლ-ქმრობის მფარველის, სიმბოლოს წარმოადგენდა ე. წ. აჲრი-თერექი (Айры терек) – ორტანიანი წმ. ხე, რომელთანაც საქორწინო ასაკის ქალიშვილები კოლექტიურად ღამით მიდიოდნენ და, ხის ორივე ტანს შემოახვევდნენ რა თავიანთ თავსაფრებს, ჯოჯუ-შათაჲს ბედნიერ გათხოვებას შეთხოვდნენ და ხის გარშემო ე. წ. „ბჲუირეს“ ცეკვავდნენ. შვილის მომლოდინე ან უკვე მოლოგინებული ქალები ჯოჯუ-შათაის სახელზე შემდეგი ტექსტით ლოცულობდნენ:

ჯოჯუ-შათაი – ჯოჯუ-შათი,
თუ თეირი მომცემს, დე მომცეს,
დე, სიცოცხლე განუმტკიცოს,
დე, ჯოჯუმ სისხლი ძლიერი ჰყოს,
დე, ნაჯიზას (ბავშვის სნეულებათა მფარველი)
სული გააქროს.

თეონიმის წარმომავლობა საბოლოოდ დადგენილად ვერ ჩაითვლება. მიიჩნევენ, რომ მისი პირველი სეგმენტი, შესაძლოა, თურქულია, ხოლო მეორე – შათაჲ – მომდინარეობს ძველებრაული სიტყვიდან Shadday „ღმერთი, მწვერვალი“, რაც კავკასიის ხალხთა ისტორიაში ხაზარული პერიოდის მემკვიდრეობად ითვლება.


ლიტერატურა

  • Каракетов М. Д. Из традиционной обрядово-культовой жизни карачаевцев. М., 1995;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Кудаев М. Ч. Карачаево-балкарская этнохореография и символика. Нальчик, 2003;
  • Кауфман Й. Религия древнего Израиля. Базисная идея. М., 1997.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები