ჰაზირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაზირა

აბრამოვი აბრამ - ჰაზირა (1841, შულავერი - 12.I.1922, თბილისი) - აშუღი, დაირის დაკვრის ოსტატი, თბილისელი მგოსანი. შესვენებების დროს თეატრალურ წარმოდგენებზე უკრავდა და მღეროდა პიესების შესაბამის ლექსებს, ამით მაყურებელზე ზეგავლენას ახდენდა.

1918-1921 წლების პრესაში მისი არაერთი ფოტო და ლექსი დაიბეჭდა. პერიოდულად იმართებოდა მისი საღამოები. 24.V.1920 მუშათა ცენტრალურ კლუბში მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს. საღამოზე სიტყვა წარმოთქვეს თუმანიანცმა და მხატვარმა ბაშინჯაღიანმა. მისი პოეზიისათვის სოციალური და პატრიოტული მოტივები იყო დამახასიათებელი. ჰაზირას ცნობილი სიმღერააა: „აღსდექ, თამარ დედოფალო, შენთვის ტირის საქართველო“, „სადაც არის გათენდება, აღსდექ, მუშავ, შენ!“ და სხვ.


სალომე ჭანტურიძე
ნანა ყიფიანი



ლიტერატურა

ჟურ. თეატრი და ცხოვრება, 1920, №4, გაზ. 11 „სახალხო საქმე“, 1920, №832.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ჰაზირა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები