ჰალალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰალალი - („ჰალალ“ – „თავისუფალი“) მუსლიმთა რელიგიურ ცხოვრებაში ის რაც ალლაჰისაგან ნებადართულია, ანუ აკრძალული არ არის, ჰარამის საპირისპირო.

მაგალითად: გარკვეულია, რომ მუსლიმ მამაკაცს შეუძლია ერთდროულად იყოლიოს ოთხი ცოლი, თუკი ამის ეკონომიური საფუძველი აქვს (ზავაჯი, პოლიგამია). დასაშვებია მუსლიმი მამაკაცის ქორწინება ქრისტიან ან იუდეველ ქალთან, მაგრამ მუსლიმი ქალი მხოლოდ ერთმორწმუნე მამაკაცს შეიძლება მითხოვდეს. დაუშვებელია უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინება. დღისით გარდაცვლილი იკრძალება იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე, ნაშუადღევს გარდაცვლილი - მეორე დღეს. სიკვდილის წინ მუსლიმი შაჰადას წარმოთქვამს, თუკი ეს შეუძლებელია, სხვამ უნდა ჩასჩურჩულოს. გარდაცვლილს სახით მექასკენ მიატრიალებენ, განბანენ და თეთრ ან მწვანე სუდარაში გაახვევენ, კითხულობენ ლოცვებსა და ასრულებენ რიტუალს (ჯაზანა). დაუშვებელია ლოცვა თვითმკვლელისა და ურწმუნოს სახელზე. მიცვალებულის მოხსენიება ხდება მე-3, მე-7 და მე-40 დღეს. აკრძალულია ღვინისა და სხვა მათრობელი სასმელების სმა, ღორის ხორცის ჭამა, აზარტული თამაშობები და ბევრი სხვა.


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები