ჰაუბიცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰაუბიცა, აშშ, 1942 წელი

ჰაუბიცა - (გერმანული haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სატყორცნი ქვემეხი), საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა.

ჰაუბიცა შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მისი კალიბრი 100 მმ და მეტია, აქვს შედარებით მოკლე ლულა (15--30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ.

თანამედროვე ჰაუბიცა არის თვითმავალი, ხოლო მოძველებულ მოდელს აქვს მექანიკური ბუქსირი.

თანამედროვე ჰაუბიცის ლულის სიგრძე არის 50 და უფრო მეტი კალიბრის, სროლის სიჩქარე 10-12 გასროლა/წთ-ში, სროლის მანძილი 50 და მეტი კმ.

ევროპაში პირველი ჰაუბიცა გამოჩნდა XIV საუკუნეში (იტალია, გერმანია) და მისი დანიშნულება იყო ქვის ბირთვის სროლა. ჰაუბიცა დღემდე თანამედრო არმიის, საარტილერიო იარაღის ძირითადი ტიპია.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰაუბიცა, მოსკოვის „მეფე-ზარბაზანი“, შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ამ იარაღის სიგრძე 5,34 მ, ლულის გარე დიამეტრი - 1 200 მმ, სანიმუშო საპირე სარტყლის დიამეტრი - 1 340 მმ/კალიბრი - 900 მმ, მასა - 39 312 კგ. ასევე არსებობს ამ იარაღის ასლი უკრაინის ქალაქ დონეცკში. ჰაუბიცამ ფართო გამოყენება პოვა I და II მსოფლიო ომებში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები