ჰაჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაჯი − მუსლიმურ სამყაროში პირი ვინც წმინდა ადგილები, მათ შორის მექაში მოილოცა, მუსლიმური წმინდა ადგილების მომლოცველი. სიტყვა არაბული წარმომავლობისაა.

ყურანის თანახმად, მექაში მოგზაურობა და ქააბას მონახულება სავალდებულოა ყველა მუსლიმისათვის, ვისაც ეს ძალუძს (3:9091 და სხვ.). ეს აქტი მორწმუნემ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განახორციელოს. ვინც ამას ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს, შეუძლია, წარმომადგენელი გააგზავნოს. ჰაჯისაგან მხოლოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე, უპოვარი და მონა თავისუფლდებიან. ჰაჯი მთვარის კალენდრის უკანასკნელ თვეში სრულდება.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები