ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები (1952)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ცივი ომის“ პერიოდში ოლიმპიადის მასპინძლებმა ოლიმპიური სოფელი ორად გაყვეს: ერთ მხარეს დასავლეთის, მეორე მხარეს აღმოსავლეთის - საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლები დააბინავეს (ფოტოზე: ოლიმპიური სოფლის შესასვლელი)

ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები — XV ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1952 წელს (19 ივლისი - 3 აგვისტო) ჰელსინკში.

  • მონაწილე ქვეყანა 69
  • სპორტსმენი 4,955 / 519 ქალი / 4,436 კაცი
  • სპორტის სახეობა 17
  • მედლების კომპლექტი 149

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: ვიქტორ ჩუკარინი (ტანვარჯიში, სსრკ) 4,2,0ლი
ქალებში: მარია გოროხოვსკაია (ტანვარჯიში, სსრკ) 2,5,ლი

ჰელსინკი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი 1940 წელს უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომისა და „ზამთრის ომის“ გამო, როდესაც სსრკ ფინეთში შეიჭრა, ოლიმპიადა გაუქმდა. 12 წლის შემდეგ ფინეთის დედაქალაქს ასეთი პატივი მაინც ერგო, მაგრამ ბრძოლაც მოუწია, რადგან იგივე სურვილი ჰქონდა ამსტერდამს და აშშ-ის 5 ქალაქს.

ჰელსინკი გახდა ყველაზე ჩრდილოური ქალაქი, სადაც ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა და დღემდე ასეთად რჩება. ამასთან, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ოლიმპიადას არა ინდოევროპულ ენაზე მოსაუბრე ქვეყანამ უმასპინძლა.

ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ ბაჰამის, განას, გვატემალას, ვიეტნამის, ინდონეზიის, ისრაელის, ნიგერიის, ნიდერლანდების ანტილის კუნძულების, საარის (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიიდან გამოყოფილი ტერიტორია - 1947-1956 წწ), საბჭოთა კავშირის, ტაილანდის, ჩინეთის და ჰონგ კონგის გუნდები.

1949 wlis plakati.PNG

XV ოლიმპიურ თამაშებზე მიიწვიეს 1948 წლის ოლიმპიადიდან მოკვეთილი იაპონია და ომის შემდგომ - ფედერაციულ და დემოკრატიულ რესპუბლიკებად და საარად დანაწევრებული გერმანია. გდრ-ის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ჰელსინკში დასავლეთ გერმანიასთან გაერთიანებული გუნდით ასპარეზობაზე. მიუხედავად ამისა, გერმანელებმა ფინეთის დედაქალაქში 24 მედალი მოიპოვეს, თუმცა ჩემპიონობა ვერ მოახერხეს, რაც ერთადერთი შემთხვევაა.

მძიმე წონის მოჭიდავემ არსენ მეკოკიშვილმა 40 წლის ასაკში გაიმარჯვა ოლიმპიადაზე

საბჭოთა ათლეტებმა დებიუტშივე არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მოპოვებული ოქროსა (22) და მედლების საერთო რაოდენობით (71) მეორე ადგილი დაიკავეს. ამ წარმატებაში 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით საკუთარი წვლილი საქართველოს წარგზავნილებმაც შეიტანეს. ფინეთში სულ 14 ქართველი ოლიმპიელი გამოვიდა სპორტის 9 სახეობაში.

ცივი ომის” პერიოდში სსრკ-სა და აშშ-ს შორის დაპირისპირებამ სპორტული სარბიელიც მოიცვა, რომელსაც დასაბამი სწორედ ჰელსინკიდან მიეცა. ამავე მიზეზით ოლიმპიადის მასპინძლებმა ოლიმპიური სოფელი ორად გაყვეს: ერთ მხარეს დასავლეთის, ხოლო მეორე მხარეს აღმოსავლეთის - საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლები დააბინავეს.

ოლიმპიურ სარბიელზე გამოჩნდა გრძელ მანძილებზე რბენაში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფინელი სპორტსმენი, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი პაავო ნურმი, რომელიც ამჯერად მეჩირაღდნედ წარდგა.

ისევე, როგორც წინა ოლიმპიადაზე, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა აშშ-ის ნაკრებს დარჩა, მეორეზე ახალბედა სსრკ გავიდა, ხოლო მესამეზე - 9-მილიონიანი უნგრეთი 42 მედლით, რაც უდიდესი მიღწევაა. ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანა „უნგრეთის ოქროს გუნდად” შერაცხულმა საფეხბურთო ნაკრებმა, რომელმაც ფინალში იუგოსლავია 2:0 დაამარცხა.

ცხენოსნობაში წესების შეცვლის შემდეგ, თამაშებში მონაწილეობის უფლება მიეცათ არასამხედრო პირებს (1952 წლამდე მხოლოდ ოფიცრები და მაღალი წრის წარმომადგენლები გამოდიოდნენ) და ქალებს. საგულისხმოა ისიც, რომ ქალებს ვაჟებთან ერთად შეეძლოთ ასპარეზობა. პირველი, ვინც მათ შორის გუნდურ შეჯიბრებაში მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა გერმანელი იდა ფონ ნაგელია, პირადში კი ასეთია დანიელი ლიზ ჰარტელი (ვერცხლი). დანიელის წარმატება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის მუხლებს ქვევით პარალიზებული იყო, რის გამოც სხვათა დახმარებით უწევდა ამხედრება.

ჰელსინკის ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად იქცა ჩეხოსლოვაკიელი ემილ ზატოპეკი, მან სამი ოქროს მედალი მოიპოვა 5000 და 10000 მეტრზე რბენასა და მარათონში, რომელიც იქამდე არასდროს ერბინა. ამერიკელი ბობ მათიასი გახდა პირველი ოლიმპიელი, რომელმაც ათჭიდში ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე იზეიმა ჩემპიონობა.

საინტერესოა, აკადემიურ ნიჩბოსნობაში ამერიკელი ბილ ჰეივენის ოჯახური ისტორია, რომელსაც 1924 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ეასპარეზა, მაგრამ სახლში პირველი შვილის მომლოდინე მეუღლესთან დარჩენა გადაწყვიტა. პარიზის ოლიმპიადიდან 28 წლის შემდეგ ის ბავშვი ჰელსინკის ოლიმპიურ სარბიელზე გამოჩნდა. მისი სახელია ფრენკ ჰეივენსი, რომელმაც ერთადგილიანი კანოეთი 10 ათას მეტრზე ჩემპიონობა მოიპოვა, რაც მამამის უმალ ტელეგრამით აცნობა, შემდეგ კი ოქროს მედალიც მიუძღვნა. ხელოვანთა კონკურსები, რომელიც 1912 წლის ოლიმპიადიდან იღებს სათავეს, ჰელსინკში გამოფენებმა ჩაანაცვლა.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები