ჰიაკინთოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიაკინთოსი(ჰიაცინტი). (ბერძნ.) მსხმოიარე სამყაროს წინაბერძნული ღვთაება, რომლის კულტიც მოგვიანებით შეიერთა აპოლონის კულტმა.

ოლიმპიურ მითოლოგიაში ჰიაკინთოსი აპოლონის საყვარელი მშვენიერი ყმაწვილია. იგი ქართა მეუფე ზეფიროსმაც შეიყვარა. ეჭვიანობდა ზეფიროსი, როდესაც ყმაწვილს აპოლონთან ერთად ხედავდა. ერთხელ, როდესაც აპოლონი ჰიაკინთოსს ბადროს ტყორცნაში ავარჯიშებდა, ზეფიროსმა ისე დაჰბერა, რომ ბადრო ყმაწვილს თავში მოხვდა. ჰიაკინთოსი გარდაიცვალა. მისი სისხლის წვეთებიდან კი ამოიზარდა ყვავილი, რომელსაც ჰიაკინთოსი ეწოდა.

ეს თქმულება მომაკვდავი და კვლავ აღორძინებადი ღვთაების ერთ-ერთი ვერსიათაგანია, რომელიც ზამთრის ძილის შემდეგ გამოფხიზლებული ბუნების სიმბოლოდ იქცა.

ჰიაკინთოსის კულტის ცენტრი იყო ამიკლე, სადაც ყოველწლიურად იმართებოდა აპოლონისა და ჰიაკინთოსისადმი მიძღვნილი დღესასწაულები, სახელწოდებით – ჰიაკინთები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები