ჰიეროგამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიეროგამია(ბერძნ.) „წმიდა ქორწინება“, ძველ რელიგიებსა და მითოლოგიაში ღვთაებრივი წყვილის, ღმერთისა და ქალღმერთის შეუღლება, რომელიც წარმოადგენდა მიწიერი წყვილის შეუღლების წინასახეს, არქეტიპს.

ასეთი წყვილი შუამდინარეთში იყვნენ დუმუზი და ინანა. ურუქში, რომლის მფარველი ღვთაება ქალღმერთი იყო, სახელდობრ, ინანა, ურუქის მეფე მის მიწიერ მეუღლედ ითვლებოდა, ოღონდ რეალური კავშირი ქალღმერთის ტაძრის მხევალთან, ე.წ. საღვთო როსკიპთან მყარდებოდა. ამ საქორწინო შეუღლებაში ისინი დუმუზი-ინანას განასახიერებდნენ, რაც ყოველგვარი ნაყოფიერებისა და ქალაქის კეთილდღეობის გარანტია იყო. გილგამეშის ეპოსში იშთარის ტაძრის ერთ-ერთი საღვთო როსკიპი, სახელად, შამხათი („მხიარული“) ენქიდუს განკაცების ინიციატორია, მასთან შეუღლების შემდეგ ნახევრად ველური (ლულუ) სრულყოფილ ადამიანად გარდაიქმნება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები