ჰიმნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიმნი - (ბერძნული - hymnos), საპროგრამო ხასიათის ტექსტზე შექმნილი საზეიმო საგალობელი, რომელიც განკუთვნილია კოლექტიური შესრულებისათვის. ცნობილია სახელმწიფო (ეროვნული), რელიგიური, სამხედრო, რევოლუციური, კორპორაციული და სხვა ჰემნები.

ყველაზე ძველია რელიგიური ჰიმნები (საგალობლები). XVI-XVII საუკუნეებში გაჩნდა ე.წ. საერო ჰიმნები, რომლებსაც ეროვნული შეფერილობა ჰქონდათ.

ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბების პროცესში, სახელმწიფო გერბთან და დროშასთან ერთად, მეტი მნიშვნელობა მიენიჭა ოფიციალურ სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს.

ჰიმნებებს ასრულებდნენ ზეიმებზე, მეფის კარზე გამართულ ცერემონიებზე, დარბაზობაზე და ა.შ. რევოლუციური ჰიმნების მაგალითია ფრანგული „მარსელიოზა“ (1792), რომელიც საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი გახდა, და იტალიური „ჰარიბალდელთა ჰიმნი“ (1848-58), პროლეტარული ჰიმნი „ინტერნაციონალი“ (1887).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები