ჰიპერვენტილაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰიპერვენტილაცია - არის ხშირი და ზედაპირული სუნთქვა, რომელსაც სისხლში ნარხშირორჟანგის კონცენტრაციის დაქვეითება მოსდევს. ჰიპოკაპნიამ, თავის მხრივ, შეიძლება ცხრილში ჩამოთვლილი სიმპტომები გამოიწვიოს. ცხრილში მოყვანილი უკანასკნელი სიმპტომი - სუნთქვის უკმარისობისშეგრძნება - პარადოქსული ხასიათისაა, რადგან პიროვნება ამ დროს ზედმეტად ხშირად სუნთქავს. ეს სიმპტომი მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი შეგრძნება სუნთქვის გახშირებას იწვევს, რაც აუარესებს პაციენტის მდგომარეობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიპერვენტილაცია შეიძლება აუხსნელი ფიზიკური სიმპტომების მიზეზს წარმოადგენდეს. მისი დადგენა, ჩვეულებრივ, ხდება პაციენტის სუნთქვის პატერნზე დაკვირვებით იმ დროს, როდესაც პაციენტს ეს სიმპტომები აღენიშნება. ჰიპერვენტილაციაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, პაციენტს უნდა არტერიული სისხლის აირების ანალიზი (ABG) ჩაუტარდეს, თუმცა, ქრონიკული შემთხვევებისას ანალიზის რეზულტატები შეიძლება ნორმალური აღმოჩნდეს.

ჰიპერვენტილაციით გამოწვეული სიმპტომები
  • თავბრუსხვევა
  • ყურებში ხმაური
  • თავის ტკივილი
  • სისუსტის შეგრძნება
  • გულის წასვლის შეგრძნება
  • მგრძნობელობის დაკარგვა
  • სახის, ხელების და ფეხების არეში ჩხვლეტის შეგრძნება
  • კარპოპედალური სპაზმები (მტევნისა და ტერფის კუნთების შეკუმშვა)
  • პრეკორდიალური დისკომფორტი
  • სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები