ჰიტლერი ადოლფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფ ჰიტლერი

ჰიტლერი ადოლფ- (Hitler, ნამდვილი გვარი – შიკლგრუბერი, 1889–1945), გერმანიის ნაცისტი დიქტატორი 1933–45 წლებში. დაიბადა ავსტრიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1921 წლიდან გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი (ფიურერი). 1933 წლიდან გერმანიის სახელმწიფოს მეთაური (რაიხსკანცლერი, 1934 წელს ეს თანამდებობა გააერთიანა პრეზიდენტის პოსტთან), 1941 წლიდან შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

ატარებდა აგრესიულ საგარეო პოლიტიკას (დაიწყო ტერიტორიული ექსპანსიით ცენტრალურ ევროპაში) და გახდა II მსოფლიო ომის გაჩაღების მთავარი ინიციატორი. საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლის შემდეგ, 1945 წლის 30 აპრილს, თავი მოიკლა.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები