ჰიუსმანსი კამილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიუსმანსი კამილ ჟან-ჟოზეფ

ჰიუსმანსი კამილ ჟან-ჟოზეფ - (26.V.1971, ბილენზი - 25.II.1968, ანტვერპენი) - ბელგიის სოციალისტური პარტიის ლიდერი. ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი (1946-1947). მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი.

ბიოგრაფია

უმაღლესი განათლება მიიღო ლიეჟის უნივერსიტეტში. მოიპოვა გერმანული ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი და წლების განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას. 1896 წელს შეუერთდა ბელგიის სოციალისტურ პარტიას, იყო წამყვანი სოციალისტური გამოცემების ჟურნალისტი. 1905-1922 წლებში იყო მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის მდივანი და ერთ-ერთი ლიდერი. 1906 წელს აირჩიეს ბრიუსელის საბჭოს წევრად. 1910 წელს გახდა ბელგიის პარლამენტის წევრი. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეორე ინტერნაციონალსა და ჩინეთის რევოლუციურ მოძრაობას შორის კავშირების დამყარებაში.

1920 წლის სექტემბერში მეორე ინტერნაციონალის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. მოგზაურობდა რეგიონებში. საქართველოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა კახეთის, გურიისა და სამეგრელოს მაზრებში გამართულ საზეიმო მიტინგებზე. საჯაროდ მხარს უჭერდა საქართველოში განხორციელებულ აგრარულ რეფორმას. საქართველოში ყოფნისას პირადად შეხვდა ნოე ჟორდანიას და ევროპული სოციალისტური წრეების მყარ მხარდაჭერას დაჰპირდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ, სხვა ევროპელ სოციალისტებთან ერთად, აპროტესტებდა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმს და მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. 1920-იან წლებში ჰიუსმანსი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო საქმიანობას აგრძელებდა. მეორე მსოფლიო ომის პირობებში გერმანიის მიერ ბელგიის ოკუპაციის დროს თავი ლონდონს შეაფარა, აქტიურ მხარდაჭერას უწევდა დევნილ ებრაულ თემებს, თანამშრომლობდა მემარცხენე სიონისტურ მოძრაობასთან. 1946 წელს სათავეში ჩაუდგა ბელგიის მემარცხენე კოალიციურ მთავრობას. 1954 წელს აირჩიეს ბელგიის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად. იყო ძალიან პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, რამდენიმეჯერ ხალხმრავალი დემონსტრაციებით აღინიშნა ჰიუსმანსის იუბილე.

ირაკლი ირემაძე

ლიტერტურა

  • გ. შარაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბ., 2003;
  • ნ. კირთაძ ე, ევროპა და დამოუკიდებელი საქართველო (1919- 1921 წწ), თბ., 1997;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1920, №209, №217, №219, №223; გაზ. „ერთობა“, 1920, №213.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები