Allium paniculatum L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Allium paniculatum L.

Allium paniculatum L. = Allium karsianum Fomin. ოჯახი: ხახვისებრნი (Alliaceae). ბოლქვი კვერცხისებურია, სიფრიფანა, მოშავო-მონაცრისფრო ქაღალდისებური გარსით შემოხვეული. ღერო 15-30 სმ სიმაღლისაა. ფოთოლი – 3-4, ვიწრო-ხაზური. ყვავილედი 10-20-ყვავილიანია. ყვავილსაფარი ვიწრო, ზარისებურია, ფოთლები ღია ვარდისფერია ან თეთრი, შუაში უფრო მუქი ვარდისფერი სიგრძივი ძარღვით. ყვ. ნაყ. VI-IX. გავრცელებულია კლდეებსა და ღორღიანებზე, ქსეროფილურ ბუჩქნარებში. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სოფელ ომალოს მიდამოებში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, ქართლსა და ჯავახეთში.





წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები