Teocrium orientale L

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Teocrium orientale L.

Teocrium orientale L. – ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 10-50 სმ სიმაღლის. აქვს რამდენიმე ღერო – სწორად მდგომი ან წამოწეული, ზედა ნაწილში დატოტვილი, ოთხწახნაგოვანი, მეტ-ნაკლებად შებუსული ან შიშველი. ფოთლები ფართო, კვერცხისებურია, ერთ ან ორმაგფრთისებურად განკვეთილი. ყვავილედი საგველასებურ-ფარისებური, ჩხროები 1-3-ყვავილიანია; გვირგვინი ცისფერია ან მოიისფრო ლურჯი, ქვემოდან შებუსულია, გვერდითი ნაკვთები კვერცხისებურია ან ლანცეტა. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე მშრალ ფერდობებზე, ტყის ველობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ შენაქოს მიდამოებში. გავრცელებულია აჭარაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთ-ჯავახეთში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები