ჭანკოტაძე დევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დევი ჭანკოტაძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დევი ჭანკოტაძე

ჭანკოტაძე დევი ვახტანგის ძე – (დ. 1961, 2 სექტემბერი), გენერალ-ლეიტენანტი (2012), გაერთიანებული შტაბის უფროსი (2009-12).

დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერო სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი (1982).

მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში (1982-90), გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსი (1991-92), ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკის მეთაური (1992-94), ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს შტაბის უფროსი (1994-95), მეთაურობდა მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996-99), არტილერიის სარდალი (1999-2000), გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (2000-04). იყო სამხედრო წარმომადგენლი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში, სამხედრო ატაშე რუსეთის ფედერაციაში (2004-05), სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური (2007-08). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები