კაპანაძე ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ კაპანაძე

კაპანაძე ვახტანგ მიხეილის ძე - (დ. 1960), გენერალ-მაიორი (2013), საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი (2013-16). სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2014).

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობა – ოკეანოლოგია (1978-83), ჯ. მარშალის სახელობის სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების კოლეჯი (გერმანია, 1997), თავდაცვის ნაციონალური აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი ოქროს მედლით (უკრაინა, 1999), სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯი (აშშ, 2003). ავღანეთის ვეტერანთა ბატალიონის შტაბის უფროსი (1991-92), სპეციალური დაზვერვის ბატალიონის მეთაური (1992), საქართველოს გენერალური შტაბის საჯარისო დაზვევრის სამმართველოს განყოფილების უფროსი (1993-95), დაზვევრის მთავარი სამმართველოს საჯარისო დაზვერვის სამმართველოს უფროსი (1995-99), საქართველოს შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური (1999-2001), საქართველოს გენერალური შტაბის ჟ-2 დაზვევრის დეპარტამენტის უფროსი (2001-02), საქართველოს გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების (სწრაფი რეაგირების ძალების) შტაბის უფროსი (2003-04), საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი (2004_05), საქართველოს პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი (2005-06), აფხაზეთის მთავრობის მინისტრის მოადგილე და აფხაზეთის მთავრობის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი (2006), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი (2007), სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი პოლონეთის რესპუბლიკაში (2007-08), საქართველოს საგარეო დაზვევრის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე (2008-12),.

დაჯილდოებულია ღირსების (1992) და „ვახტანგ გორგასლის“ III ხარისხის ორდენებით, აშშ-ის ეროვნული გვარდიის საპატიო მედლით. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წევრი და აშშ-ის სახმელეთო ძალების ომის წარმოების კოლეჯის „ღირსების დარბაზის“ საპატიო წევრი.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები