მაწონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაწონი

მაწონი - უძველესი რძემჟავა პროდუქტია, რომელიც საქართველოში მზადდება ძროხის, თხის, კამეჩის და ცხვრის მოუხდელი რძისგან. მისი დამზადების ტექნოლოგია ითვალისწინებს რძის ნორმალიზებას ცხიმის მიხედვით, პასტერიზაციას მაღალ ტემპეტარურაზე, ჰეგენეზირებას პროდუქციის ერთგვაროვნებისა და ცხიმის გამოყოფის ასაცილებლად, გაცივებას და სხვა;

ძროხის და თხის რძისგან დამზადებული მაწონი უნდა შეიცავდეს 3,2% ცხიმს და მჟავიანობა უნდა იყოს 80-105 0C მისთვის დამახასიათებელია ნადედის სიმკვრივე, ამასთან, ის უნდა იყოს დაურღვეველი, სუსტი და დონდლო, ფერი ოდნავ მოყვითალო.

განსაკუთრებით საგემოვნებო თვისებებით გამოირჩევა კამეჩის რძისგან დამზადებული მაწონი, მასში ცხიმის შემცველობა დასაშვებია 7%-მდე, აქაც მეტად მკვრივი და დურღვეველი ნადედი, შრატის გამოყოფის გარეშე, ფერი - თეთრი;

მაწონზე მოთხოვნილება დიდია, რადგან მას აქვს ძალზე სასიამოვნო, ხალასი გემო და გამაგრილებელი მოქმედება. მედიცინაში მაწონს, როგორც დიეტურ სამკურნალო პროდუქტს, ფართოდ იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალოდ; განსაკუთრებით ფართოდ გამოიყენება ახალშობილ, ჩვილ ბავშთა კვებაში, როგორც კუჭ-ნაწლავის აშლილობის საწინაარმდეგო ეფექტური საშუალება.


წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები