მინოტავროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თესევსი და მინოტავროსი.
კრატერის ფერწერა (ძვ. წ. 470 წ.), ვერონა, სპინას არქეოლოგიური მუზეუმი

მინოტავროსი(ბერძნ.) „მინოსის ხარი“, ურჩხული, რომელიც კრეტაზე აგებულ ლაბირინთში ბინადრობდა.

ზღვათა ღვთაება პოსეიდონი განრისხდა მეფე მინოსზე, რომელმაც აღთქმული მსხვერპლი გადამალა (კრეტის ხარი). მან დასაჯა მეფე იმით, რომ პასიფაეს, მის მშვენიერ მეუღლეს, მბრწყინავი ხარის მიმართ საშინელი ვნება აღუძრა. იმხანად კრეტის სამეფო კარს თავს აფარებდა ათენელი ხელოვანი დედალოსი, რომელმაც გამოთალა ხის ძროხა და იმ მუხნარში შეაგორა, სადაც პოსეიდონის მბრწყინავი ხარი ბალახობდა. პასიფაე ხის ღრუში ჩასვა, თავად კი თვალს მიეფარა. პოსეიდონის ხარი დედალოსის ქმნილებას მიეჭრა, თანაეყო და ამ სახით პასიფაემ თავისი ვნება დაიცხრო. ამ კავშირის შედეგად დაიბადა შემზარავი ურჩხული, რომელსაც ხარის თავი და კაცის ტანი ჰქონდა. მას მინოტავროსი დაარქვეს და დედალოსის მიერ აგებულ ლაბირინთში გადამალეს. ეს ურჩხული ყოველწლიურად შთანთქავდა ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომელთაც ხარკად უძღვნიდნენ ძლევამოსილ მეფე მინოსს. ასეთ ხარკს თავად ათენის დიდი მეფე ეგევსიც კი იხდიდა. მინოტავროსი მოკლა მისმა ვაჟმა, თესევსმა, არიადნეს დახმარებით. ეს მითოსი ხელოვნების მრავალ ქმნილებაში აისახა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები