ნათიშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ნათიშვილი

ნათიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - (1878, თბილისი - 1959, თბილისი) - ანატომი, საქართველოში მეცნიერული ანატომიის ფუძემდებელი და უმაღლესი სამედიცინო განათლების ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1917), პროფესორი (1918), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1905 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მუშაობდა ექიმად ხარკოვში და შემდეგ იმავე უნივერსიტეტში ანატომიის კათედრაზე.

1918 წელს პეტრე მელიქიშვილის მოწვევით ჩამოვიდა თბილისში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა ადამიანის ანატომიის კათედრა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1919 წელს დროებით ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტს.

1921-1930 წლებში ხელმძღვანელობდა თსუის ჰისტოლოგიის კათედრას და 1926-1928 წლებში - ტოპოგრაფიული ანატომიის დოცენტურას, ხოლო 1919-1920 წლებში - სამედიცინო ფაკულტეტს. იყო თსუ-ის პრორექტორი (1923-1925), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი (1930-1932). 1946 დააარსა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1952-1955 წლებში ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. შექმნა ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელოები: ადამიანის ნორმალური ანატომია (1921), შინაურ ცხოველთა ანატომია 2 ტომად (1931-1953), პლასტიკური ანატომია (თანაავტორია. ა. მალაევი). მისივე ხელმძღვანელობით დამზადდა ნერვიული სისტემების მოდელები და დაიწყო მათი სერიული წარმოება (1951). მას ეკუთვნის არაერთი შრომა, კერძოდ, ადამიანის საღეჭი აპარატი, თბ., 1937; გადანერგილი ნაწლავის ვასკულარიზაცია და პლასტიკურობა, „ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის შრომები“, 1949, ტ 2 და ა.შ. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ნ. ჯავახიშვილი, მ. კომახიძე, ალექსანდრე ნათიშვილი, თბ., 1980.

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე ნათიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები