ნერევსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნერევსი(ბერძნ.) ზღვის ღვთაება, პონტოსისა და გეას ძე. დორისის მეუღლე, ნერეიდების მამა. მშვიდი ზღვის განსახიერება, კეთილი, ბრძენი და სამართლიანი მოხუცი.

ნერევსი ვერ იტანს სიცრუეს და მუდამ კეთილ რჩევებს იძლევა. ზღვის სხვა ღვთაებათა მსგავსად (მაგ. პროტევსი), მისნობის უნარსაც ფლობს. მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს მისგან მნიშვნელოვანი ამბის გაგებას, თავდაპირველად იგი უნდა შეიპყროს. მისი შეპყრობა კი რთულია, რადგანაც ნერევსს, ვით ზღვის სტიქიას, სხვადასხვა სახედ ძალუძს გარდაქმნა. ძლივს შებოჭა იგი ჰერაკლემ, როდესაც სურდა ჰესპერიდების ბაღისკენ მიმავალი გზის გაგნება.

ნერევსი თავის ქალიშვილებთან, ნერეიდებთან, ერთად ეგეოსის ზღვათა სიღრმეში ბინადრობდა. ხელოვანები მას კეთილი სახის მქონე მოხუცად წარმოსახავდნენ, რომელსაც თმებზე, წამწამებსა და წვერებზე წყალმცენარეები ეფინა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები